მზია ფაილოძე: სამართალმა იზეიმა!

მზია ფაილოძე

საქართველოს სკოლამდელთა განვითარების და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი

-“სამართალმა იზეიმა!

თბილისის 153-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ქალბატონი ლია გასიტაშვილი უკანონოდ იქნა განთავისუფლებული 2015 წლის ივლისში. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა და აღადგინა სამსახუში. სამწუხაროდ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. 14 სექტემბერს კი აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

ქალბატონი ლია გასიტაშვილი სააპელაციო სასამართლოში გამართლდა! მადლობა სამართლიანობისათვის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს გელა ქირიას და ადვოკატ რიონ მიგრიაულს!”

კომენტარის დატოვება