ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანების ხმა – აქცია შვედეთში (ვიდეო)

სტოკჰოლმში დღეს ქართველი ემიგრანტების მიერ დაგეგმილი აქცია გაიმართა. ჩვენი თანამოქალაქეები შვედეთის დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონებიდანაც ჩავიდნენ, რათა გაეპროტესტებინათ ხელისუფლების მხრიდან, აქციის მონაწილეების მისამართით ძალის გადამეტების ფაქტები, და მეორეს მხრივ დაეგმოთ კრემლის დამპყრობლური პოლიტიკა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, პოლიტრეპრესირებული აქტივისტის და უფლებადამცველის – გიორგი გაბედავას თქმით, დღევანდელი აქცია პარტიულ მიზნებს არ ისახავს, მისი მიზანი იყო, ქვეყნიდან გადახვეწილი ადამიანების ხმა, კიდევ ერთხელ გაეგო ხელისუფლებას და ამასთანავე დასავლეთსაც, რათა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ დაპყრობილ ქვეყანაში, ადამიანების დევნა რუსული ჩექმის ქვეშ არ მოხდეს.

გაბედავას მტკიცებით, ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები მსგავსი ტიპის აქციებს უახლოეს დღეებშიც გააგრძელებენ.

https://www.facebook.com/zaza.svanadze.71/posts/145198976628622