“გაბედეს და დაუსჯელობის სინდრომს კოჰაბიტაცია დაარქვეს! მოქმედების და გაერთიანების დროა!”

სოფო ხორგუანი

-ჩემი ბრალია, ის, რაც ხდება. ჩემი, სოფიო ხორგუანის, აფხაზეთიდან დევნილი ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის. ჩემი ბრალია, როცა მითხრეს, შუა უნდა გაიკრიფოსო და გავიკრიფე, როცა მითხრეს, თუ არც ნაცი ხარ და არც ქოცი, არ გვჭირდები და მეც გავიწიე. როცა არც სიაში მოსახვედრად ვიბრძოლე, არც ომბუდსმენობისთვის და არც პოლიტიკურ ხელისუფლებაში რიგით თანამდებობაზე ყოფნისთვის.

ჩემი ბრალია, ჩემი მორიდების, რომ გამიბედეს და დაუსჯელობის სინდრომს კოჰაბიტაცია დაარქვეს და დღეს თურმე ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა უნდა გვიშველონ. როცა ჩავთვალე, აგერ ჩემს ხელის გაწვდენაზე რასაც მივწვდები, იმას გავმარგლავ, დიდი საქმეები კი დიდმა ადამიანებმა აკეთონ. ჰოდა, გამიბედეს. გამიბედეს, რომ არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. გუშინწინ და გუშინ და დღეს პოლიტიკურ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა გამიბედეს. მორიდებასაც ჰქონია საზღვარი.

ეს ქვეყანა ჩემიცაა, სხვა სამშობლო არ გამაჩნია და არც მინდა. მოქმედების დროა. გაერთიანების დროა. პასუხისმგებლობის დროა.

სოფო ხორგუანის რაციონალური აზრი და შეხედულებები

იხ.

https://www.gmtv.ge/60140-2/