“მიზანი – კარგად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნა უცხოელებს და ჩამოვიდნენ საქართველოში”

2019 წლის 13 მაისს, თესალონიკის მერიის საკონცერტო დარბაზში (Δημαρχιακό Μέγαρο Θεσσαλονίκης, Αίθουσα Μανόλη Αναγνωστάκη), გაიმართა ფესტივალის ,,მრავალენოვანი ქალაქი თესალონიკი 2019,,-ის ქართული დელეგაციის წარდგენა (ΚΑΦΕ ΠΟΛΥΓΛΩΣΣΙΑΣ).

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ლიკა ჯანელიძემ ანბანით მოთხრობილი საქართველო წარუდგინა საზოგადოებას, ეს პროექტი ითვალისწინებს ანბანით მოთხრობილი საქართველოს ისტორის და კულტურის, ტრადიციების ბერძნულად გადმოცემას, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადა .

საღამო დატვირთული იყო ქართული ენისადმი მიძღვნილი სხვადასხვა მასალით, სადაც იდეის ავტორმა და ამ საღამოს სულისჩამდგმელმა ქალბატონმა მარინა საქიძემ (ოსიპიადუ) მოკლედ მიმოიხილა წლების განმავლობაში ქართული დელეგაციის ჩართულობის შესახებ.

ლიკა ალექსიძემ საზოგადოებას წარუდგინა ქართული ენის, დამწერლობისა და კულტურის შესახებ. საზოგადოება ,,თესალონიკის ქართველობა,, დამფუძნებელმა ზაზა სულამანიძემ, წარმდგენი ორგანიზაციის სახელით მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და ღონისძიებაში მონაწილეებს, მოკლედ მიმოიხილა ორგანიზაციის ჩართულობის შესახებ.

ღონიეძიების დასასრულს, ფესტივალზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ზაირა გარდავამ შეაჯამა ღონისძიება და მადლობა გადაუხადა დამსწრეებსა და მონაწილეებს.საღამოს, ტექნიკურ საკითხებში მხარდამჭერი – თესალონიკის ქართული სპორტულ-კულტურული საზოგადოება ,,საქართველო,, (თავმჯდომარე ელგუჯა მინაძე); საზოგადოება ,,საქართველო,,-სთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,საქართველო,, (ხელმძღვანელი რუსუდან საბაძე, ქორეოგრაფები: კახა ლამპარიძე, ია გოჩიტაშვილი); მუდმივი მხარდამჭერი და მონაწილე ქალბატონი მეგი ბოსტოღანაშვილი-კული და პატარა ანულა კული, რომელმაც სიმღერით გაფორმა საღამო. ახალგაზრდა ელჩი მადლობას უხდის ღონისძიების სულისჩამდგმელს და ორგანიზატორებს ასე კარგად,რომ იყო საქართველო წარმოდგენილი . მერგო პატივი ვყოფილიყავი ქართული დელეგაციის წევრი. ასევე. მადლობა კონსულს ქალაქ თესალონიკში ბ-ნ მუხრან გულაღაშვილს და ვიცე -კონსულს ბ. ნ გოჩა გოჩაშვილს.

ლიკა ჯანელიძე

-ეს არის ანბანით მოთხრობილი საქართველო ბერძნულად, ანბანი მთელ ისტორიას და კულტურას გადმოსცემს, პროექტი ხორციელდება გაიცანი საქართველოს ფარგლებში, მიზანია რაც შეიძლება კარგად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა უცხოელებს და ჩამოვიდნენ საქართველოში.