გომელაური ხუმრობს-ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე…

შს მინისტრი – ვცდილობთ გავათბოთ წყალი და თბილი წყალი გამოვიყენოთ ხოლმე…

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უწყების მიერ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს. გომელაური აცხადებს, რომ ხშირად პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ, თუმცა გარკვეული მოქმედებების გამოც აკრიტიკებენ.

რაც შეეხება სიცივეში წყლის წავლის გამოყენებას, გომელაური ამაზე ხუმრობით პასუხობს და ამბობს, რომ პოლიცია ცდილობს ახლა წყალი, რომელსაც აქციის დაშლისთვის გამოიყენებს გაათბოს.

გარდა ამისა, შს მინისტრმა აქციებზე ძალადობის ფაქტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავს ვითარებებში პოლიციას მოქმედება უჭირს, ვინაიდან დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისგან უნდა განარიდოს.

ყარო: palitranews.ge