აქციის მონაწილეები ხვალ შსს-თან გადაინაცვლებენ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები ხვალ შსს-თან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ხმა როგორც ჩანს გიორგი გახარიას არ ესმის, ამიტომ ისინი მივლენ შსს-სთან და მოითხოვენ მის გადადგომას. მსვლელობა დღის 2 საათზე დაიწყება შსს-ს მიმართულებით.