პარლამენტში მელიას დაპატიმრების თაობაზე თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დღეს პროკურატურაშია დაბარებული. საქმე ეხება 20 ივნისის ღამეს. პროკურატურა პარლამენტთან მელიას მიერ განხორციელებულ ქმედებებში  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს.

აპირებს თუ არა დღეს პროკურატურაში მისვლას მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია. ის ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია.

პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს გაერთიანებულ სხდომას გამართავს, სადაც მელიას დაპატიმრების თაობაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელებს. საკითხი სავარაუდოდ, დღესვე პლენარულ სხდომაზე გავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდოამრის ინფორმაციით, სხდომას გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

როგორც უმრავლესობაში ამბობენ, კომიტეტზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. მათივე თქმით, დეტალურად განიხილება ყველა ის მასალა, რასაც პროკურატურა წარადგენს.

გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტში გაგზავნილ წერილშია აღნიშნულია, რომ პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს.