100 ბილეთი აფხაზი ახლგაზრდებისთვის მოსაწვევის სახით გამოიყოს -შაკო გოგიას ინიციატივა

ახალგაზრდა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი, შაკო გოგია, საინტერესო ინიციატივით გამოდის; იგი აფხაზ თანატოლებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით, ა.წ. 22-25 აგვისტოსთვის, ანაკლიაში დაგეგმილი გასართობი ღონისძიების, echowaves festival-ის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, რომ 100 – მდე ბილეთი აფხაზი ახლგაზრდებისთვის მოსაწვევის სახით გამოიყოს.

– დასაწყისშივე განვმარტავ, აბსოლუტურად გააზრებული მაქვს როგორც ”ექოვეივის” ორგანიზატორთა, ასევე სახელმწიფოს ინტერესები, რომელიც კონკრეტული პირების კომერციულ ინტერესებთან ერთად ( მსგავსი ღონიძიებების ფარგლებში ), ზოგადად ტურიზმის განვითარებასაც ისახავს მიზნად, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია, ჩვენს აფხაზ თანატოლებთან იმ ხიდების აგება, რომელი ხიდებიც არაერთი ათწლეულია, ჩვენმა უფროსმა თაობებმა, რუსეთის წაქეზებით და მონაწილეობით ჩაგვინგრიეს.

1993 წლის შემდეგ, აფხაზეთში, დაიბადა მთელი თაობა, რომელთა ცნობიერებაშიც, საქართველო, მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყანაა. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, ყველაფერს აკეთებდა ჩვენს დასაშორიშორებლად, მაგრამ ბოლო წლებში ამ ტიპის განწყობები იქაც საგრძნობლად შეიცვალა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სურთ, რომ იყვნენ ცივილური სამყაროს ნაწილი; ზოგიერთ მათგანს გულწრფელად აინტერესებს, საქართველოში მიმდინარე კულტურული თუ სხვა პროცესები.

მე და ჩემი მეგობრები, ბლოგერები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს კონტაქტები ჩვენს მოძმე აფხაზებთან, გამოვთქვამთ მზაობას, რომ მათ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ფესტივალის ორგანიზატორებს, უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ აღნიშნული იდეის განხორციელებაში, თქვენი კომპეტენციის და ანაკლიაში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში.

ფეისბუკის ქართულენოვან მომხმარებლებს, კი მოგიწოდებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, გააზიაროთ, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს, ამ იდეის შესახებ. – განაცხადა შაკო გიგიამ.

https://www.facebook.com/EnniMorricone/videos/1149266285262309/