საფრანგეთში მოსახლეობის 97%-ი ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს გრძნობს

კომპანია Ifop-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საფრანგეთში მოსახლეობის 97%-ი ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს გრძნობს. გამოკითხულთა 55% თვლის, რომ რისკი ძალიან მაღალია, 42%-ს კი მიაჩნია, რომ საფრთხე დიდია, თუმცა არა კატასტროფული.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2%-ით გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ საფრთხე ბოლო პერიოდში უფრო შესამჩნევი გახდა.

გამოკითხვა Ifop-მა 12-14 სექტემბერს Midi Libre-ს დაკვეთით ჩაატარა.

კომენტარის დატოვება