პაატა მხეიძე: ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რაიონი…

R

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა მხეიძე  ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. ყველა შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და უმუშევრობის პრობლემებზე.

პაატა მხეიძე მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

-„რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქის,  ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რაიონი. ჩემი მიზანია, შევქმნა შესაძლებლობები, რათა ნებისმიერმა მონდომებულმა ადამიანმა შეძლოს, აკეთოს თავისი საქმე. მხოლოდ მაქსიმალური შრომით შევძლებთ წარმატების მიღწევას“- განაცხადა პაატა მხეიძემ.

თბილისის ქუჩაზე, როგორც ამ ქუჩის მცხოვრები კანდიდატთან შეხვედრას ესწრებოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსი ლელა აფციაური.

-„ხალხის განწყობაა ხმა მისცეს პაატა მხეიძეს, რადგან ის არია პროფესიონალი, განათლებული, უაღრესად წესიერი ადამიანი. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია რუსთავი და რუსთაველები გაითავისოს, მან იცის რა სჭირდება რაიონს და ჩვენ დარწმუნებულები ვართ პაატა მხეიძის სახით ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება პარლამენტში“-განაცხადა შეხვედრის ბოლოს აფციაურმა.

პაატა მხეიძე საზოგადოებასთან  შეხვედრას განაგრძობს, ამომრჩეველი კი სულ უფრო მეტად პოულობს საერთო ენას მასთან.

14329946_1138904372844509_739419443205598842_n 14390738_1138903509511262_1330312053373785402_n

 

კომენტარის დატოვება