ქართველ მორაგბეებს სოლიდარობას უცხადებენ ვეტერანი მორაგბეები

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოხატვისთვის რუსეთში ქართველ მორაგბეებს საბა ილურიძესა და რეზი ბროძელიძეს გუნდ „სლავაში“ კონტრაქტი შეუწყვიტეს. ისინი თბილისში ხვალ ბრუნდებიან.

მორაგბეებმა  რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. ამის შემდეგ შედეგად კლუბის ხელმძღვანელობამ სპორტსმენები გუნდიდან გააძევა.

ქართველ მორაგბეებს სოლიდარობას უცხადებენ ვეტერანი მორაგბეები. მათი თქმით, რუსული კლუბის მესვეურების სადამსჯელო ღონისძიება არასწორი ქმედებაა და ეს საკითხი სპორტსმენების სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.