“ივანიშვილს კიდევ შეუძლია დაუმატოს სხვა ,,გავრილოვსკი დესერტები”…”

გიგი კუბლაშვილი

საზოგადოება “ივერია”

-რას ნიშნავს დონალდ ტუსკის განცხადება საქართველოზე? – ისმის შეკითხვა, რომელსაც სვამს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ამ უმრავლესობაში არ ვგულისხმობ ბათუმის სასაფლაოზე მომუშავე, შეთავსებით – ,,გახარიას ემიგრანტებს” .

სინამდვილეში, თავისუფალი სამყარო საბოლოოდ დარწმუნდა ივანიშვილის რუსულ სტავლენნიკობაში, ამიტომ ესეთ ვითარებაში, როდესაც ,,გასაოცარი დემოკრატიის ავტორი” იგივე ივანიშილი, იგივე სვავი, იგივე ბორია – პანიკურ შიშს აუტანია, ტუსკის ,,სხვანაირი” განცხადება შეიძლება ივანიშვილისა და მისი მომყოლის მიერ აღქმული იქნას, როგორც სიგნალი საბოლოოდ რუსულ ნავში საქართველოს გადათრევისა, რაც დამერწმუნეთ, მცდელობად დარჩება მხოლოდ, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არანაირი რუსეთის გაგონება არ სურს. ტურიზმი, ეკოპნომიკური ურთიერთობები კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური ინტეგრაცია განწირულია კრახისთვის. თუმცა ივანიშვილს ბოლო აკორდის აღება შეუძლია, იმ უამრავ უბედურებასთან ერთად რაც მან საქართველოს გადმოანთხია, კიდევ შეუძლია დაუმატოს სხვა ,,გავრილოვსკი დესერტები” ამის მოყოლით არ გადაგღლით.

აქვე მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი აღარ არსებობს დღევანდელ მსოფლიოში, არცერთი დასავლური ქვეყანა და არა მარტო დასავლეთი ფსონს მასზე აღარ ჩამოდის უკვე წელიწადზე მეტია. ეს ერთმნიშვნელოვნად ესეა. მისი მხარდამჭერია რუსეთი, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო 7 წლის განმავლობაში.
ასე, რომ მეგობრებო არ დავიბნეთ და მხნეობა არ დავკარგოთ. კიდევ ცოტა გამძლეობა და ამ ვაკხანალიას დავასრულებთ. წინ ბევრი გასაკეთებლი საქმე გველოდება.