აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური განცხადებას ავრცელებს

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა.  მომხდარს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გამოეხმაურა.

“14 ივლისს 14:50 საათზე სასაზღვრო პუნქტ „ქეშიქჩი გალას“ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტი მოხდა. გადაუდებელი ზომების მიღების შემდეგ ინციდენტი მოკლე დროში აღმოიფხვრა, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პირადმა შემადგენლობამ ამ ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყო“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ შეთანხმდნენ ისეთ ზომებზე, რომლებიც მომავალში მსგავსი ინციდენტების აღსაკვეთად უნდა იყოს მიღებული.

http://dsx.gov.az/xeber/844