„გენდერად არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ქალი – „გენდერული თანასწორობა“ არასწორადაა გაგებული“

თამთა მეგრელიშვილი

 იურისტი. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერული პოლიტიკის საკითხებში.

გენდერული საკითხები პოპულარული თემაა, თუმცა საუბარი “გენდერზე” და ”გენდერულ თანასწორობაზე” უარყოფით რეაქციებსა და ემოციებს იწვევს, თუ რატომ და რა არის ამისი მიზეზი, პასუხი მარტივია-თემებზე საუბარი და გაშუქება არაგენდერთმგრძნობიარედ ხდება, რასაც სამწუხაროდ ( შესაბამისი კვალიფიკაციისა და განათლების არქონა იწვევს.)

მყარდება ჩვენში უკვე არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები და ამ საკითხებზე საუბარი საზოგადოების დიდ ნაწილში ასოცირდება ჩაგრულ, გაუბედურებულ, მიტოვებულ ქალბატონებთან.

სამოქალაქო განათლებისა და ენციკლოპედიური ლექსიკონების მიხედვით, გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია, ქცევის ერთგვარი კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც კონკრეტული სქესისათვისაა დადგენილი მოცემულ საზოგადოებაში.

გენდერის ტერმინი მკვლევარებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ მარტივად გაემიჯნათ ერთმანეთისაგან ბიოლოგიური სქესი, რომლის მიხედვითაც ადამიანები მამრობითი ან მდედრობითი სქესის არსებებად იბადებიან (შეისაძლოა ადამიანი ორსქესიანიც დაიბადოს, რაც პლასტიკური ჩარევით რეგულირდება), სოციალური სქესისგან (გენდერისგან), ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ფასეულობების სისტემისგან, გაიმიჯნა რა ეს ორი, გაჩნდა ცნება გენდერული თანასწორობის სახით რომელიც არ გულისხმობს ქალისა და მამაკაცის იდენტურობას, პირიქით, აღიარებს მათ შორის არსებულ განსხვავებას, მაგრამ ამბობს, რომ ადამიანის დაბადება ქალად ან მამაკაცად არ უნდა განაპირობებდეს მის უნარებს, თვისებებსა და სოციალურ ფუნქციებს.

გენდერული თანასწორობა ნიშნავს თანაბარ პირობებს, ცხოვრებისეულ შანსებს თანაბრად გამოიყენონ ქალებმაც და მამაკაცებმაც  საკუთარი პოტენციალი და მოხდეს მათი ინტერესების ყველა დონეზე თანაბრად გათვალისწინება.

ჩემი აზრით გენდერის ინსტიტუტი ქმნის სიტუაციურ ლიდერებს და თუ ვინ იქნება ლიდერი დამოკიდებულია არა სქესზე, არამედ მის უნარ-ჩვევებზე.

ჩვენში არ არის ეს მცნება სწორად გაგებული და ხშირად მხოლოდ ქალებზე კეთდება აქცენტი, არადა არის შემთხვევები, როცა გენდერული თანასწორობა მამაკაცების მიმართ არის დარღვეული. გენდერად არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ქალი და არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ამ კუთხით”.

კომენტარის დატოვება