თბილისის ქუჩებში პოსტერები გამოჩნდა

აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორებმა თბილისის ქუჩებში გავრილოვის ღამიდან ერთი თვის შემდეგ მორიგი გზავნილი გააკეთეს.

დღეს, ზუსტად 30 დღე გადის მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გავრილოვის ვიზიტის და რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეები სასტიკად დაარბია.

“ერთი თვეა ცალი თვალით გიყურებ და მეორეს აღარასოდეს დავხუჭავ” – ამ წარწერებით პოსტერები თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.