ოქრუაშვილის ახალი მოთხოვნა რუსთავი 2-ის აქციებთან დაკავშირებით

ირაკლი ოქრუაშვილი დღეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეხვდება.

ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.

ოქრუაშვილი ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრას მის მიერ დაგეგმილი სასამართლო დავის თაობაზე აპირებს. ის ამბობს, რომ დავის მოგების შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის 10 ჟურნალისტს ტელეკომპანიის წილს დაუთმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მისმა უფლებადამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.

https://www.gmtv.ge/61761-2/

ოქრუაშვილს უკვე უპასუხა რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

https://www.gmtv.ge/61765-2/