თალაკვაძე ბრალის წაყენებას ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობას არ უკავშირებს

TBC-ის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. საგამოძიებო უწყება მამუაკ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წაუყენებს. ორივე მათგანი პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყების მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

https://www.gmtv.ge/61904-2/

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ამ საქმის წამოწევა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ აქტივობებს, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ  გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო.

„შესაძლოა, მან დააანონსა პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე არის ინიცირებული  გაცილებით ადრე. ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს თუ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დააკავებენ, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პროექტი არ შეჩერდება და მას სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აქვს.