ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გუშინ გატაცებული 7 მოქალაქის შემდეგ, დღეს ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრია.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.