გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაბრუნდნენ

გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაბრუნდნენ და  საზღვრის გავლება განაახლეს. ადგილზე მიტანილია რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ოკუპანტები საყრდენ ბოძებზე რკინის ღობის მონტაჟს აპირებენ.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ევროკავშირის წარმომადგენლები.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო.