პაატა მხეიძემ პატარებს ბაღის დაწყება მიულოცა

R

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოსრუსთავის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე დღეს რუსთავის 22-ე საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა.

14354942_1142269525841327_8396255616324521984_n 14355157_1142270382507908_206791254949195273_n

   30- ოლქის  დეპუტატობის კანდიდატმა სწორედ ამ ბაღიდან მიულოცა ყველა პატარას საბავშვო ბაღში პირველი ნაბიჯების გადადგმა.

-„ჩემს ძვირფასს რუსთაველ პატარებს, რუსთავის 22-ე საბავშვო ბაგა-ბაღიდან გილოცავთ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას საბავშვო ბაღებში. აქ გატარებული თითოეული წუთი ყოფილიყოს სავსე თქვენთვის პირველი განათლების, თქვენი სამშობლოს, ქალაქის სიყვარულის, პირველი მეგობრების შეძენის, გუნდურობის აღქმის და სკოლისთვის მზადების საუკეთესო გაკვეთილებით. მთელი ცხოვრება წარმატებებით და სიხარულით გევლოთ“-უსურვა კანდიდატმა პატარებს.

პაატა მხეიძემ ბაღის ეზოში დადგმულ სტენდზე-„სურვილები…მოლოდინები…“ ჩანაწერიც გააკეთა და პატარებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

14317596_1142269789174634_8800275251703293331_n

კომენტარის დატოვება