“ახალი ბარიერი! ამ საკითხს ხვალ ერგნეთში განვიხილავთ“

საოკუპაციო ხაზთან ჩასული ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი Twitter-ზე წერს:

-” ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 2 თანათავმჯდომარესთან ერთად, ადმინისტრაციულ ხაზთან, გუგუთიანთკარის სიახლოვეს ბორდერიზაციის პროცესზე დასაკვირვებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებს შევუერთდი. ახალი ბარიერი ჰყოფს მოსახლეობას. ამ საკითხს ხვალ, ინციდენტების პრევენციისა და მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილავთ“.