პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული  შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული  შეიწყალა, რომელთაგან 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

„საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის 17 დეკემბრიდან იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში შეწყალების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს და არ შეჩერებულა. დღეის ჩათვლით პრეზიდენტს სულ 91 მსჯავრდებული ჰყავს შეწყალებული”, – აცხადებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლი ანგი ხუციშვილი.