“თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2-ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?”

ვახო ხუზმიაშვილი

-იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ. ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კიდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორია დაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა.

თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალისტისთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?

შეგახსენებთ – ტელეკომპანია „იბერია“ ნიკა გვარამიას ტელევიზიას შენობას უთმობს. “მთავარი არხი” პირველ ეტაპზე “იბერიის” შენობიდან და მისივე ტექნიკით შეძლებს მაუწყებლობას. ამ პროცესში ნიკა გვარამიას ერთ-ერთი პარტნიორი ზაზა ოქუაშვილი იქნება.

ტელევიზიაში ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ტელეკომპანია “იბერიის” დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე და “რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურიდან წასული ჟურნალისტები.

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, “მთავარი არხი” მაუწყებლობას სექტემბერში დაიწყებს. ინფორმაციას ნიკა გვარამიაც ადასტურებს და ამბობს, რომ “მთავარი არხი” მაუწყებლობას 9 სექტემბერს დაიწყებს.