განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა

სამთავრობო ცვლილებების შედეგად ინტეგრირებული განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყოფა, კულტურის მინისტრი კი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე გახდება.

ბადრი მაისურაძე 30 აგვისტოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერმინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერმინისტრის დანიშვნამდე გააგრძელებს.