ქართულ მხარეს პერევთან პოლიციის საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, პერევთან ქართული პოლიციის უკვე არსებული საგუშაგო რამდენიმე ასეული მეტრით გადააქვთ. უწყების ცნობით, ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებს მხოლოდ ფეხით შეუძლიათ და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო გზის შემცირება მათთვის არსებითი შეღავათი იქნება.

საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი, – აცხადებენ სუს-ში.