ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა ახალი პოსტი გახსნეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეებმა 5 სექტემბრის დილას, ქართული მხარის ბლოკპოსტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში ახალი პოსტი გახსნეს და დროშა აღმართეს.

დე-ფაქტო მხარე აცხადებს, რომ ეს არის “ჰუმანიტარული ოპერაცია” და მიმართულია მოსახლეობის დასაცავად, რასაც “ქართული მხარის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებით” ხსნის.