ადგილობრივების ინფორმაციით, დამნაშავე წარსულში ნასამართლევია და ციხიდან შეწყალებით გამოვიდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამადაანებში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 35 წლის მამაკაცმა მეზობელი, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.

ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელ ოლეგ მამადაშვილს ჯერ ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.ზურაბ მამადაშვილმა კარის მეზობელ ოლეგ მამადაშვილს ჯერ ზურგის არეში დანა, შემდეგ კი თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ზურა მამადაშვილი წარსულში ნასამართლევია და ის ციხიდან შეწყალებით გამოვიდა.