ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე კაცი დაჭრეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.