ანას განსხვავებული დღე, ის სკოლაში შალვა ნათელაშვილმა წაიყვანა

ეს პატარა გოგო ანა კაპანაძეა. ის თემქაზე ამ დანგრეულ შენობაში  და-ძმებთან ერთად იზრდება.

დღეს, ანას სხვანაირი დღე ჰქონდა, მას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ესტუმრა, სწავლის დაწყება მიულოცა და სკოლამდეც ერთად მივიდნენ. ანა 159-ე საჯარო სკოლაში წავიდა.

ასეთ სიდუხჭირეში მყოფ ბავშვებს სხვანაირი თვალები აქვთ, სხვანაირი ღიმილი და სხვანაირი სიხარული იციან.

ანა ამბობს, რომ ეს დღე და ეს განცდები არასოდეს დაავიწყდება.