თამარ ტალიაშვილმა თბილისელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თამარ ტალიაშვილმა მოსწავლე-ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, თქვენი განათლება ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესია. მჯერა, თქვენი განათლებისთვის პედაგოგები სამაგალითოდ იშრომებენ. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში მასწავლებლებს წარმატებებს ვუსურვებ. სასიხარულოა, რომ ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ ევროპული სტანდარტებისა და შესაძლებლობების მქონე, რეგიონში პირველი „ევროპული სკოლის“ საფუძველის ჩაყრით!

სასწავლო დაწესებულების გახსნა პირადად დააანონსა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ბატონმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც თბილისში სპეციალურად ამ მიზნით იმყოფება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს ქართული განათლების სტრატეგიის ევროპულ ღირებულებებთან თავსებადობას, ჩვენი რეფორმების აღიარებასა და დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!