პარლამენტი სუს-ის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

მას შემდეგ რაც ვახტანგ გომელაური პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა, ახლა საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებს.

კანონით, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახურის ახალი უფროსის კანდიდატურას პრემიერმინისტრი მთავრობას წარუდგენს უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში.

თავის მხრივ, კანდიდატურას პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, პარლამენტი კი კანდიდატურას წარდგენიდან ორი კვირის ვადაში განიხილავს და დაამტკიცებს. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადა 6 წლით განისაზღვრება.