პარლამენტთან მესამე კარავი გაიშალა (ფოტოები ადგილიდან)

გურამ ჩალაგაშვილი

“გამარჯვებული საქართველო”

-ესეც ასე მოძრაობა ” გავრილოვის პატიმრების” და გამარჯვებული საქართველოს ორგანიზებით დაიდგა კიდევ ერთი კარავი.რისი თქმა მინდოდა,ძალა ერთობაშია!

პოლიტიკურმა გაერთიანება „გამარჯვებულმა საქართველომ“ პარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალა.

პარტიის წარმომადგენელმა გურამ ჩალაგაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ კარვის გაშლა პოლიტპატიმრების მხარდაჭერის მიზნით მოხდა და ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას.

„კარავი იქამდე იქნება პარლამენტის წინ გაშლილი, ვიდრე ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ აქვს. გრძელდება ტერორი და ადამინების ციხეში ჩასმა. კარავს ვდგამთ  ერთობლივი ორგანი​ზებით ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „გავრილოვის ღამის პატიმრები“ და „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“. კარავში იქნება 24 საათიანი მორიგეობა. გვეყოლება სტუმრები და ადამიანებთან გვექნება საუბარი ქვეყანაში შექმნილ პრობლემებზე. ჩვენ გავაპროტესტებთ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ადამინების დაპატიმრებას, ეს კარავი არ იდგება მხოლოდ ოქრუაშვილისთვის, ნებისმერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მოვიდეს და საქართველოში პოლიტპატიმრების ყოფნა გააპროტესტოს“, -აცხადებს ჩალაგაშვილი.

ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სამი კარავია გაშლილი. ერთი ეკუთვნის მალხაზ მაჩალიკაშვილს, მეორე კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს.