“საკითხი უნდა დავსვათ არა იმ კუთხით, თუ რა გვეშველება, არამედ – ვინ გვიშველის…“

ჯერ კიდევ მაისის თვეში ეკონომიკის ექსპერტი რატი აბულაძე ამბობდა, რომ სექტემბრიდან ფასების შენარჩუნება თითქმის შეუძლებელი გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ახლოვდება, რაც, წესით, ლარის კურსზე დადებით გავლენას უნდა ახდენდეს, ვითარება დრამატულია. ლარის გაუფასურებას თან ერთვის საწვავის გაძვირებაც, ხოლო ეს ორივე კომპონენტი გავლენას ახდენს ინფლაციასა და სამომხმარებლო საქონლის ფასებზე. სადაცაა ზაფხული დადგება და სავაჭრო ობიექტებში ყველაფერი ისევ ძალიან ძვირია. თუ ლარმა გამყარება მალე არ დაიწყო, შედარებით იაფი ზაფხულიც აღარ იქნება-ამბობდა ექსპერტი.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/58349-2/

დღეს GMTV რატი აბულაძეს დაუკავშირდა.

-თქვენი პროგნოზი ახდა.

-სამწუხაროდ და ეს სულაც არ მახარებს, პირიქით.

-რას უნდა ველოდეთ?

– არასდროს ყოფილა ასეთი დრო, როდესაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მთავრობის ცვლილება, სავალუტო ინტერვენციები, პოლიტიკური მოწოდებები, პოზიტიური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ფულის ხარჯვა და სხვა აქტივობები გავლენას ვეღარ ახდენს ვალუტის კურსის გამყარებაზე.

ახლა საკითხი უნდა დავსვათ არა იმ კუთხით, თუ რა გვეშველება, არამედ იმ მიმართულებით, რომ ვინ გვიშველის. ვის აქვს ეროვნული პრობლემების დაძლევის ძალა. ასეთი ძალა კი მხოლოდ ახალ პოლიტიკური კლასის შექმნაში.

-სად არის ეს ძალა? ფაქტია რომ ყველა ელოდება, თუმცა არ ჩანს.

-ასეთი ხალხი საზოგადოებამ უნდა წარმოაჩინოს თავისი წიაღიდან.

თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთი ძალის საზოგადების წიაღიდან წარმოჩენა, შეძლებენ თუ არა ისინი გაერთიანებას და ხალხის ნდობის მოპოვებას, უკვე რატი აბულაძის გადაცემაში „საზოგადოება და პოლიტიკა“ სტუმრობის შემდეგ შევიტყობთ.