“სპექტაკლი სახელად “ბუა მოდის”

ლევან კობერიძე

დამოუკიდებელი დეპუტატი

-სააკაშვილი არსად ჩამომსვლელი არ არის, ეს არის სპექტაკლი სახელად “ბუა მოდის”

-“ქართული ოცნება” დღეს დგას ნაცმოძრაობაზე. პოლიტიკურ ტექნოლოგიაში არსებობს ასეთი მცნება – მტრის ხატების შექმნა. მტერი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და სიდუხჭირე. “ქართულ ოცნებას” არჩევნები აქვს მოსაგები და ამას ვერ იტყვის, ამიტომ მტრის ხატებას ქმნის და ამ როლს ძალიან კარგად ირგებს სააკაშვილი.

-“ქართული ოცნება” ამ წარსულის აჩრდილს, სააკაშვილს იყენებს 2020 წლის საარჩევნო კამპანიისთვის და ამ დაპირისპირებით ოცნების რეიტინგიც იზრდება და ნაცმოძრაობისაც.

შეგახსენებთ:

მიხეილ სააკაშვილი ისევ აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან „მთავარი არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.