ურთიერთობის სამომავლო გეგმები უკრაინასთან

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები ის თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს.

გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზეც ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს. ყურადღება ნატოში ინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და ამ მიმართულებით პრაქტიკული მექანიზმების განვითარებაზე გამახვილდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის ატაშე, გენერალი იგორ ოსტაპენკო დაესწრო.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა.

https://www.gmtv.ge/65224-2/