“ქართული მხარე ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ტოტალურ მოსყიდვას…”

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცოცავი ოკუპაციის გეგმას ახორციელებს. უწყება საგანგებო განცხადებასაც ავრცელებს:

-„ქართული მხარე მცოცავი ოკუპაციისთვის დასავლელი დონორების ფინანსებს იყენებს და ახორციელებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პირდაპირ, ტოტალურ მოსყიდვას. სწორედ ამას ისახავს მიზნად ქართული მხარის ახალი პროექტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, რომლის რეალიზებასაც „ქართული ოცნება“ ახდენს“