12 ოქტომბერი – ანონსი

ანონსი

12 ოქტომბერი

12 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ქ.თბილისში, ორხევის დასახლების მინი ფეხბურთის სტადიონზე გაიმართება ტრაგიკულად გარდაცვლილი ვახო ფანგანის სახელობის ფესტივალი მინი ფეხბურთში.

მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა უბნის გუნდები.

ტელ: 591701740- ტურნირის ორგანიზატორი გოჩა სამხარაძე

 

ქართული ღვინის ფესტივალი, თბილისი

ქ. თბილისი, შარდენი, სიონის ქუჩა

12:00 სთ-დან 19:00სთ-მდე

allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ.

ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრება.

https://www.facebook.com/events/1555639521245657/

 

12 ოქტომბერი

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

ქ. გურჯაანი, ახტალის პარკი

14:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე

ფესტივალი ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე“ ფარგლებში. ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი დაესწრება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 200-მდე ღვინის მწარმოებელი

https://www.facebook.com/events/1148897185318168/?active_tab=about

 

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 12-13 ოქტომბერს, „პურის ფესტივალი“ მეორედ გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია.

დამთვალიერებელი იხილავს თეატრალიზებულ წარმოდგენას და შემეცნებით ილუსტრაციებს პურის ცხობის ტრადიციების, ასევე, შემეცნებით ილუსტრაციებს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.

ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

ღონისძიება 12 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიხსნება.