“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის! “-ჩოჩელის მხარდამჭერების პასუხი ჩიბურდანიძეს

მცხეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძის საარჩევნო პიარსა და სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელეს თამარ ჩიბურდანიძეს პასუხობენ და სპეციალურ  განცხადებას ავრცელებენ:

-“ იცნობდეთ, დიმიტრი ხუნდაძის “პიარშიცა” თამარ ჩიბურდანიძეს. კმარა, ქართული ეკლესიის სახელის გამოყენება, გამომდინარე იქედან, რომ გაუგებრად დარჩა საზოგადოებისათვის რა შუაში იყო თქვენის მხრიდან ეკლესიის ან ხელისუფლების მიბმა დემოგრაფიული ფონდის საქმიანობასთან . ხომ არ ხდება ამ “საფარველქვეშ” პასუხისმგებლობის არიდება , ვინაიდან ეკლესია და ხელისფულება ირიბადაც კი არაა ხსენებული გამოქვეყნებულ მასალებში. დიმიტრი ხუნდაძეს ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე კი არა , ცხოვრების მანძილზე გაეკეთებინოს იმის მეასედიც კი, ვიდრე ცეზარ ჩოჩელს უკეთებია ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოსათვის !

კმარა, ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა, ცენტრალური ხელისუფლებისაგან ასეთი თანადგომის პირობებშიც კი ვერ შეძელით, მცხეთის განვითარებაში რაიმე წვლილის შეტანა !

კმარა, კანონის სახელით ლაპარაკი, ვნახეთ უკვე თქვენი კანონიერება და თუ რაიმეს დამტკიცება გსურთ, მარტივად შეგიძლიათ გაასაჯაროოთ სადავო დოკუმენტები, რასაც თქვენ თავს არიდებთ და თავად ბადებთ კითხვებს თემის ირგვლივ .

ფონდი უნდა აგვარებდეს დემოგრაფიულ საკითხებს და ამ დროს დიმიტრი ხუნდაძის მეუღლეს, ლია ხუნდაძეს, თვეში 3 000 ლარს ურიცხავდით ხელფასის სახით – ეს კი ნამდვილად სირცხვილია !!! თუკი ჩარიცხული ხელფასები უკან დააბრუნეს, გამოაქვეყნეთ ბანკის ამონაწერები, სადაც ნათლად გამოჩნდება, თუ რა მიეცათ, რა დააბრუნეს და როდის ?! ან რა “ბანკობანას” თამაშობდით ?! ამ ფონზე დიმიტრი ხუნდაძე იმ ადამიანს ჰგავს, რომელმაც დედ- მამა დახოცა და სასამართლო პროცესზე გაიძახოდა – შემიბრალეთ, ობოლო ვარო! სწორედ ასე, ოთხი წლის მანძილზე კლავდა ხუნდაძე!..

“ქართული ოცნების” რეიტინგს მცხეთაში და ახლა თანადგომას ითხოვს პარტიისა და მოსახლეობისაგან ! სასხვათაშორისოდ – ერთი კითხვაც გვაქვს, ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერებს : ის მრავალშვილიანი გვაინტერესებს , ვისაც გამოქვეყნებულ მასალებში მითითებული ქლორი გადაეცით საჩუქრად?”

თამარ ჩიბურდანიძის განცხადება იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA/

 

 

კომენტარის დატოვება