“დიახ! მე ვარ ის ადამიანი, რომელიც “ნაცხროვის” შემოქმედებამ ეტლს მიაჯაჭვა!”

   ყოფილი ხელისუფლების მიერ, რეპრესირებული და რეჟიმის მსხვერპლი, ეტლს მიჯაჭვული გიორგი გოგლიჩიძე საზოგადოებას მიმართავს:

“ნაციონალური მოძრაობა” პარტია, რომელიც კლავდა და აწამებდა,  ყიდდა  ანადგურებდა და აუპატიურებდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ურცხვად იღებს, უზნეობის და უკანონობის შემომქმედები უნამუსოდ ხვდებიან მოსახლეობას და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ.

ჩემს შემთხვევაში შეთითხნილი ბრალდებით ” არქეო პოლისის ” ხელმძღვანელის დახმარებით დემურ გადელიას  დახმარებით მოახერხეს და უკანონო პატიმრობაში მყოფს ტანჯვა და წამება მიბოძეს.

დიახ!  მე ვარ იმ მრავალრიცხოვან პატიმრებს შორის  სასწაულებრივად გადარჩენილი ცოცხალი მაგალითი, რომელსაც “”ნაცდამნაშავეები”ციხეში აწამებდნენ და გაურკვეველი სახის ინექციებს უკეთებდნენ, რომ არა 2012 წელი რამდენიმე დღეში ალბათ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, მედიკოსებმა დღემდე ვერ გამოიკვლიეს თუ რა სახის ინექციებს მიკეთებდნენ.

დიახ! მე ვარ ის ადამიანი , რომელიც  “ნაცხროვის” შემოქმედებამ ეტლს მიაჯაჭვა.

მახსსოვს თუ , როგორ აიძულებდნენ ჩემს თანამესაკნის ოჯახს მათთვის 2012ში 500 ხმის მოტანას არჩევნებზე (წინააღმდეგ შემთხვევაში მას ბრალს დაუმძიმებდნენ) ამგვარი ფაქტების არა ერთი მაგალითი ვიცი.

სენაკში ბაქრაძესთან შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, გადავწყვიტე ღიად  ჩავერთო წინასაარჩევნო ბატალიებში, სადაც დამნაშავე ნაცმოძრაობა გამართავს შეხვედრებს ეტლსმიჯაჭული მზად ვარ ყველგან მივიდე და ვამხილო დამნაშავეები რომლებიც, აწამებდნენ და სრული წნეხით აკონტროლებდნენ სასამართლოს, რომლის ივანიშვილის  “მარწუხებიდან” განთავისუფლებას  ითხოვენ ის ნაძირლები, რომლებმაც 300ათასძე მეტ ადამიანს გაუნადგურეს ცხოვრება.

“ნულოვანი ტოლერანტობა,” “ყველანი ციხეში”… ეს სააკაშვილის დევიზი შესრულდა და ნურავინ ნუ დაუჯერებთ მათ, მომღიმარ და  შერბილებულ დაპირებებს: -აღარ გავიმეორებთ და გამოვსწორდებით…

-ისინი არ გამოსწორდებიან, ისინი  სისხლს მოწყურებულები კვლავ, მოკლავენ აწამებენ და გააუპატიურებენ…

ავკრძალოთ, ვამხილოთ და საბოლოოდ უარი უთხრათ დამნაშავე “ნაციონალურ მოძრაობას”!

 

კომენტარის დატოვება