ხანდის ხეობაში უკვე მეორე დღეა საძოვრები იწვის

ვაჟა თანიაშვილი

დუშეთის რაიონში, ხანდის ხეობაში უკვე მეორე დღეა საძოვრები იწვის. მოსახლეობის თქმით და ეს კადრებშიც კარგად ჩანს, ვერტმფრენი მოფრინდა, მაგრამ ხანძარი ისევ არის. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები, მაგრამ ამ ეტაპზე ცეცხლის ჩაქრობა არ ხერხდება.