“მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…”

ლევან ვასაძე

-“უცნაურს რამეს ვიტყვი, ამ უმძიმესი სამი დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს კვირა დღეა, კვირა დღის მადლო გვეწევა ჩვენ ყველას, სრულიად საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დღეს იყო ყველაზე მძაფრი განსაცდელი ფიზიკურიც და სულიერიც, მე პირადად ყველაზე მძიმედ ვარ დღეს…

უკიდურესად შეურაცხყოფილი და დაღვრემილი ვარ იმ ფაქტით, რომ გრძელდება ეს ფრონტალური, ენით გამოუთქმელი შეურცხყოფა ჩემი ქვეყნისა. რაც არ არ უნდა ვაკეთო, ამ განცდას ვერ გავურბივარ. არ მინდა, რომ თქვენც დაგთრგუნოთ და მოწყენა თქვენც გადმოგცეთ. მაგრამ მინდა, რომ რამდენიმე თეზისი გავაჟღერო იმის გასაგრძელებლად, რასაც დღეს ვამბობდი და გაგაცნოთ ჩვენი დღევანდელი მოქმედების გეგმა და ვეცადო წინასწარ გავცე პასუხი იმ მითქმა-მოთქმას და შეკითხვებს, რომელიც დამისვა პრესამ ჩემი გუშინდელი განცხადების შედეგად.

მე უცნაურ რამეს ვიზამ ახლა და პრესას მადლობას ვეტყვი, რაც გაუგონარი რამეა ჩემი მხრიდან, რადგან პრესა და ქართული ჟურნალისტიკა მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ მტრად ქართული ერისა, მაგრამ გუშინ რატომღაც სასწაული მოხდა და პრესამ ჩემი შეგონება ისმინა და განმეორებითი შეკთხვები იმაზე, რაც უკვე ვთქვი არ დამისვა და მე განცვიფრებული ვიყავი ამით, რადგან პირველად მოვესწარი ეგეთ რაღაცას. მოდი მადლობა ვუთხრათ ამ ხალხს ამისთვის“, – განაცხადა ვასაძემ.