ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გვაქვს…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამარ ხულორდავას განცხადებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი დამტკიცდეს.

როგორც ხულორდავამ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდება. აქედან 69 მმართველი გუნდიდან და არ უნდა ჰყავდეს 35 მოწინააღმდეგეზე მეტი.