“თუ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, დაიწყება საყოველთაო მობილიზაცია”

საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 113 ხმა სჭირდება. აქედან 69 მმართველი გუნდიდან და არ უნდა ჰყავდეს 35 მოწინააღმდეგეზე მეტი.

პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართება, რადგან „სირცხვილიას“ აქცია პარლამენტტან გაგრძელდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელს არ შეუშლიან კენჭისყრის პროცესს, მაგრამ თუ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, დაიწყება საყოველთაო მობილიზაცია.

დეპუტატები შეიკრიბნენ და სხდომა ამ წუთებში იწყება.

-“ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ კანონის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი წყდება ამ შენობაში. ვიმედოვნებთ “ქართული ოცნება” არ ჩააგდებს ამ კანონპროექტს, მისივე ინიცირებულ კანონპროექტს და დაპირებას და არ მოგვატყუებენ და არ გადაგვაგდებენ… თუ ჩავარდა ეს კანონპროექტი, მერე შევეცდებით, რომ ყველა კარის ბლოკირება მოვახდინოთ. სხვა არაფერი არ გვრჩება,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.