ახალი შემთხვევების ინფიცირების ისტორია ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დადასტურებული COVID 19-ის 2 ახალი შემთხვევიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო მეორე – ქუთაისის კლინიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე პაციენტის ინფიცირების ისტორია ევროპაში მოგზაურობას უკავშირდება. მისი თქმით ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან სამის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ განსაკუთრებით მძიმეა.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 81
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 13
  • კარანტინის რეჟიმში – 4505
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247