ტრამპი რუსეთისგან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას ელოდება

თეთრი სახლის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ „რუსეთი უკრაინას ყირიმს დაუბრუნებს“.

-„პრეზიდენტმა ნათლად მისცა მინიშნება, რომ ელოდება რუსეთისგან ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნებას და რუსეთის ხელისუფლება დაიწყებს დეესკალაციის პროცესს“-განაცხადა შონ სპაისერმა.

ამასთან, მისივე თქმით ტრამპი წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით ამბობს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს.