სხდომის დაწყება ვერ ხერხდება, პარლამენტის სამივე შესასვლელი პიკეტირებულია

პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ.  სამივე შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გადანაწილებული. ისინი დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ცოცხალი კორდონია აღმართული. საკანონმდებლო ორგანოს სამივე კარი ჯაჭვებით და ბოქლომით არის ჩაკეტილი.

ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს.

დეპუტატები ამბობენ, რომ შსს-მ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

შეგახსენებთ, რომ ბიუროს სხდომა 3 საათზე უნდა დაწყებულიყო.