ესტონეთის ექსპრეზიდენტი ოჯახით ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის» განცხადებას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, ესტონეთის ექსპრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი და მისი მეუღლე იევა ილვესი ეხმიანებიან და მედიკოსის სასწრაფოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.

ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი  და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და რუს მფრინავებსაც მკურნალობდა.