დაპირისპირება და ხმაური ზუგდიდში

ხმაურია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ანალოგიური აქციები დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა.