ხმაურია მცხეთაშიც…

ხმაურია მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან.  „ევროპული საქართველოს“ წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბიუროს კარზე ბოქლომის დადება და შენობაზე სტიკერების დაკვრა სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. თავად ხუნდაძე დილიდან ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს.

„მოდიან ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ჩვენ შეძლებისდაგვარად მათ ვეხმარებით. ეს შეხვედრები არ უკავშირდება მაჟორიტარულ ან პროპორციულ სისტემებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზეც მოქალაქეებს საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მათ აზრს ვკითხავთ“, – აცხადებს ხუნდაძე.