გოგოლაშვილის ადვოკატი დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში გუშინ მომხდარ ინციდენტზე

იხ.

https://www.gmtv.ge/67253-2/

ადვოკატი ივანე ნორაკიძე, საკრებულოს დეპუტატ ილია ბაიდოშვილისა და მისი თანხმლები პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.
-“წარვადგინეთ ყველა მტკიცებულება და ველოდებით, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ილია ბაიდოშვილისა და მისი თანმხლები პირების მიმართ. გუშინ მომხდარი ფაქტი არის დევნა, ძალადობითა და პოლიტიკურ ნიადაგზე, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავდროულად, პოლიციისგან გოგოლაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ვითხოვთ,”- განაცხადა ნინო გოგოლაშვილის ადვოკატმა.

ნინო გოგოლაშვილი, მომხდარ ინციდენტზე, სიღნაღის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზე დღეს იმყოფებოდა.